TalkBank: CHILDES

user

TalkBank: CHILDES

საიტის მიზანი და დანიშნულება

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და მიზნად ისახავს ენის ტიპური ათვისების სხვადასხვა ასპექტის შესწავლას ქართულენოვანი ბავშვის ენის ნიმუშების შეგროვების, დოკუმენტირების, კოდირებისა და ანალიზის სტრუქტურირებული პლატფორის გამოყენებით. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენის განვითარების შეფერხებისა და ენის ატიპური განვითარების შემდგომი კვლევებისთვის ტიპური განვითარების ნორმების განსასაზღვრად. კვლევა ენის დარღვევების სფეროს მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს უზრუნველყოფს ტიპური განვითარების ამსახველი მონაცემებით ქართული ენის შემთხვევაში, მათ შორის მორფო-სინტაქსის სტრუქტურების აღმოცენებასა და ლექსიკური განვითარებაზე.

პროექტი წარმოადგენს ინტერ-ინსტიტუციური და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი კვლევითი ინსტიტუტი: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი და ორი უცხოელი მრჩეველი და ექსპერტი – სიგალ უზიელ-კარლი (აჰვას აკადემიური კოლეჯი, ისრაელი) და რეიჩელ იიფატი (ჰაიფას უნივერსიტეტი, ისრაელი).

პროექტის სრული აღწერა მოცემულია გვერდზე childes.iliauni.edu.ge

ბაზის ამ ვერსიის შექმნაში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი.


საიტის გამოყენების ინსტრუქცია

კორპუსი შეიქმნება ქართულენოვანი მონოლონგვი 4 ბავშვისა და მათი უშუალო მზრუნველების ლონგიტუდური და კროს-სექციული კვლევის ფარგლებში შეგროვილი მონაცემების საფუძველზე. წლის მანძილზე მოხდება კვლევის დასაწყისში 12 თვის ასაკის და კვლევის დასაწყისში 36 თვის ასაკის 2-2 (ჯამში 4) ბავშვის დაკვირვება და ვიდეო-აუდიო ჩაწერა. თითოეული ასაკობრივი ჯგუფი შედგება 2 ბავშვისგან, რათა მოხდეს კვლევის დიზაინთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების დაძლევა (კვლევის ხანგრძივობიდან გამომდინარე კვლევის მონაწილის კვლევიდან გამოთიშვისესაძლებლობა). მონაცემების შეგროვება მოხდება ყოველთვიურად თითოეული ბავშვის ლინგვისტური ნიმუშების 5 საათიანი ვიდეო ჩანაწერების საშუალებით. ბავშვების ვიდეო და აუდიო ჩაწერა განხორციელდება თითოეული თვის ყოველი მესამე კვირის მანძილზე საუბარში ყველაზე აქტიური ჩართულობის მომენტებში. ყოველთვიურად მოხდება მიღებული ვიდეო/აუდიო მონაცემების არქივირება, ტრანსკრიპირება და კორპუსში ატვირთვა.


პროექტზე მუშაობდნენ



პროექტის ხელმძღვანელი

თინათინ ჭინჭარაული tinatin.chincharauli@iliauni.edu.ge

პროექტის კოორდინატორი

ნინო ცინცაძე nino.tsintsadze@iliauni.edu.ge

ნინო დობორჯგინიძე nino_doborjginidze@iliauni.edu.ge

ახალგაზრდა მეცნიერები

თეონა დამენია teona.damenia@iliauni.edu.ge

თამარ კალხიტაშვილი tamar.kalkhitashvili.1@iliauni.edu.ge

ICT პროექტის მენეჯერი

ერეკლე მამალაძე

დიზაინი

სალომე ყველიაშვილი

Front End

თორნიკე ეპიტაშვილი

Back End

გიორგი სტურუა, ნუგო სვიანაძე

UniLab სტაჟირების ხელმძღვანელები

ანანო ასპანიძე - Project Management Head

გიორგი კვარაცხელია - Back End Head

გრიგორ ხუნდაძე - Front End Head

ნინო არაბული - Design Head

© ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022

ძვირფასო მომხმარებელო,
ვებსაიტის გამოყენება რეკომენდებულია კომპიუტერიდან.